მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი რაისისა და სხვა ოფიციალური პირების გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანს ეწვია

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპული ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და სხვა თანმხლები ოფიციალური პირების გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანს ეწვია.

ამის შესახებ იუწყება Mehrnews.

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით დელეგაციაში ასევე არიან სრ საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი.

აღნიშნულია, რომ გამოსამშვიდობებელი ცერემონია 22 მაისს საღამოს გაიმართება, რომელსაც ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მოჰამად მოხბერი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალი ბაგერი კანი დაესწრებიან.

პრეზიდენტის რაისის ვერტმფრენის ავარიაში დაღუპული ჩინოვნიკების გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად 22 მაისს ირანს ეწვევა სხვადასხვა მაღალი რანგის უცხოური დელეგაციები.

ნახეთ მეტი
Back to top button