ეკონომიკა

2022 წლის შემდეგ უკრაინაში უცხოელთა მიერ დაარსებული ყველაზე დიდი ბიზნესი სომხეთის მოქალაქისაა

2022 წლის თებერვლის დასაწყისიდან უკრაინაში უცხოელების მიერ დაარსებული ყველაზე დიდი ბიზნესი არის კომპანია „TENS1MA“ 1,28 მილიარდი გრივნა (დაახლოებით 32 მილიონი დოლარი მიმდინარე კურსით – რედ.) საწესდებო კაპიტალით,  რომლის მფლობელიც სომხეთის მოქალაქეა, იტყობინება Forbes Ukraine.

2022 წლის თებერვლიდან (რუსეთთან კონფლიქტის დასაწყისიდან) უცხოელებმა უკრაინაში 2652 კომპანია დააარსეს. ზოგადად, ომის დროს უკრაინაში ფული 100 ქვეყნის მოქალაქემ ჩადო.

უცხოელ ბიზნესმენებს შორის ყველაზე ხშირად უკრაინაში ახალ ბიზნესს ხსნიან თურქეთის მოქალაქეები. ეს უკანასკნელნი 354 უკრაინული კომპანიის მფლობელებად არიან დარეგისტრირებული, რაც უცხოელი მფლობელების მქონე ახალი საწარმოების საერთო რაოდენობის 13%-ია.

რეიტინგის ცხრილში ასევე გამოჩნდნენ ყაზახეთის, გერმანიის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, პოლონეთისა და ისრაელის ბიზნესმენი მოქალაქეები.

ნახეთ მეტი
Back to top button