კულტურა

22 მაისი შარლ აზნაურის დაბადების დღეა

დღეს ცნობილი ფრანგი სომეხი მომღერლის, შანსონისტის, კომპოზიტორის, პოეტის, მწერლის, კინომსახიობისა და საზოგადო მოღვაწის შარლ აზნაურის დაბადების დღეა. მას დღეს 100 წელი შეუსრულდებოდა.

მუსიკალური კარიერის განმავლობაში მან ჩაწერა 1200-მდე სიმღერა სხვადასხვა ენაზე: ფრანგული, ინგლისური, იტალიური, ესპანური, გერმანული, სომხური, რუსული, ნეაპოლიტანური. მისი ავტორობით და თანაავტორობით დაიწერა 1000-ზე მეტი კომპოზიცია როგორც თავისთვის, ასევე სხვა მუსიკოსებისთვის. აზნაური ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი  ფრანგულენოვანი მომღერალია.

შარლ აზნაური, დაბადებისას შაჰნურ ვაღინაკის ძე აზნაურიანი, დაიბადა პარიზში სომეხი ემიგრანტების მიშა და ქნარ აზნაურიანების ოჯახში. მან სიმღერა ადრეულ ასაკში დაიწყო, მაგრამ დიდი პოპულარობა მოიპოვა სიცოცხლის პირველი 30 წლის შემდეგ, 1956 წელს პარიზის “ოლიმპიას” დარბაზში უაღრესად წარმატებული გამოსვლის შემდეგ. მას შემდეგ მის სიმღერებს მთელ მსოფლიოში ასრულებდნენ არა მხოლოდ მისი, არამედ იმ დროის სხვა დიდი მომღერლები. აზნაურს უამრავ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, არის რამდენიმე წიგნის ავტორი, რომლითაც ძალიან გულწრფელად წარუდგენს მკითხველს მთელ თავის ცხოვრებას.

1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის დღეებში იგი მაშინვე ჩავიდა სომხეთში, შექმნა ფონდი “აზნაური სომხეთისთვის” და იმდროინდელ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად ჩაწერა სიმღერა “შენთვის, სომხეთო”, რომლის გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი მიწისძვრით დაზარალებულ ათასობით ოჯახს გადაეცა.

შარლ აზნაური გარდაიცვალა 2018 წლის 1 ოქტომბერს, საკუთარ სახლში, მურიში.

ნახეთ მეტი
Back to top button