მთავარიპოლიტიკა

ეჭვი არ მეპარება, რომ დემარკაციის პროცესი იურიდიულად გამართლებულია – პრემიერ მინისტრი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობაში უშიშროების საბჭოში და სხვა ფორმატებში ათობით დისკუსია გაიმართა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

„დელიმიტაციის პროცესის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სომხეთის რესპუბლიკის მთავრობაში გაიმართა ათობით დისკუსია უშიშროების საბჭოსა უფრო ფართო ფორმატში. ძირითადად, ჩვენმა იმ გადაწყვეტილებებმა და მიდგომებმა გაიარა სამართლებრივი ექსპერტიზა, თუ რამდენად გამართლებულია ჩვენი  გადაწყვეტილებები დე იურე.  მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს გადაწყვეტილებები არის იურიდიულად გამართლებული, რადგან მათი კანონიერება დაფიქსირდა ჩვენი შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ და ეს უბრალოდ  საეჭვო  არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button