მთავარიპოლიტიკა

ირანის გარდაცვლილი პრეზიდენტი მგრძნობიარე იყო სომხეთის სასაზღვრო პრობლემების მიმართ და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ  –  ალი ხამენეი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, ირანის ისლამური რევოლუციის უზენაესმა ლიდერმა, სეიედ ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანის გარდაცვლილი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ძალიან მგრძნობიარე იყო სასაზღვრო საკითხების, სომხეთისა და მათ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ.

„ჩვენი გარდაცვლილი პრეზიდენტი ძალიან მგრძნობიარე იყო სომხეთთან დაკავშირებული სასაზღვრო საკითხებისა და მათ ირგვლივ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს მგრძნობელობა და ზრუნვა. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი ინტერესების დაცვა“, – აღნიშნა ხამეინიმ. ამის შესახებ იუწყენა  IRNA.

ისლამური რევოლუციის უმაღლესმა ლიდერმა ირანისა და სომხეთის ისტორიულ-გეოგრაფიული საერთო ინტერესებზე მიუთითა და დასძინა:

„ირანის პოლიტიკა სომხეთთან ურთიერთობების გაფართოების შესახებ უნდა გაგრძელდეს ბ-ნი მოხბერის ხელმძღვანელობით (რედ. საუბარია ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, მოჰამედ მოხბერზე)“, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა: „ჩვენ შოკირებული ვიყავით ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მათი სხვა თანამგზავრების ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო , მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით ეს გავლენას ვერ მოახდენს ირანის საქმიანობაზე“.

ნახეთ მეტი
Back to top button