პოლიტიკა

ირანი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მიმართულებას, რომელიც იყო გარდაცვლილი პრეზიდენტის გეგმებში  – ანალიტიკოსმა ირანის სულიერი ლიდერის გზავნილზე ისაუბრა

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ირანის ამ ტრაგიკულ დღეებში სომხეთი დაესწრო ქვეყნის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და სხვაკტასტროფაში  დაღუპული მაღალი თანამდებობის პირების დაკრძალვის ცერემონიას  პრემიერ-მინისტრის დონეზე,  რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყანის ურთიერთობის მნიშვნელობას.

აღმოსავლეთმცოდნემ, პოლიტოლოგმა არმენ პეტროსიანმა ეს მოსაზრება გამოთქვა “ARMENPRESS”-თან საუბარში ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერის, ალი ხამენეის დაკვირვებებზე სომხურ-ირანის ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც სულიერმა ლიდერმა სომხეთთან  შეხვედრისას გააჟღერა  პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას  თეირანში. 

„აშკარაა, რომ ასეთი მესიჯით ირანული მხარე რამდენიმე მიზანს ესწრაფვის. სულიერი წინამძღოლის გზავნილს ერთდროულად რამდენიმე მიმღები ჰყავს. უპირველეს ყოვლისა, ის სომხეთისკენ არის მიმართული, პრემიერთან  შეხვედრისას ირანის სულიერმა ლიდერმა მნიშვნელოვანი პოზიცია გამოთქვა. სომხეთ-ირანის ურთიერთობების გაფართოების გზავნილი ასევე მიმართულია ორი ქვეყნის ოპონენტების, რეგიონის არამეგობრული სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეეცდებიან თავიანთი გათვლებით წინ წაიწიონ გეგმები ირანისთვის ამ რთულ პერიოდში. რაც შეიძლება იყოს პრობლემური და ეწინააღმდეგება როგორც ირანს, ისე სომხეთს ერთობლივ ინტერესებს“, – განაცხადა პეტროსიანმა.

ანალიტიკოსმა დასძინა, რომ ალი ხამენეის გზავნილიდან გამომდინარეობს მნიშვნელოვანი დებულება, რომ ორმხრივი ურთიერთქმედების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, სომხეთში არ უნდა იყოს გაურკვევლობა და შეშფოთება რაისის მთავრობის მიერ აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

„ირანის მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მიმართულებას, პრინციპებს და მზადყოფნას, რაც იყო გარდაცვლილი პრეზიდენტის გეგმებში“, – განაცხადა პეტროსიანმა.   

ირანის ისლამური რევოლუციის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გარდაცვლილ პრეზიდენტს ებრაჰიმ რაისს აქვს დიდი სენსიტიურობა სომხეთის სასაზღვრო პრობლემებთან დაკავშირებით და ეს მგრძნობელობა და ყურადღება გასათვალისწინებელია.  ირანის სულიერმა ლიდერმა დაარწმუნა, რომ ირანის პოლიტიკა სომხეთთან ურთიერთობის გაფართოების შესახებ ბატონი მოჰამად მოხბერის ხელმძღვანელობით გაგრძელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button