პოლიტიკა

მირზოიანის თქმით, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგი უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე საბაზისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული

ბოლო დროს სომხეთი და ევროკავშირი დადებითი  გაგებით განიხილავენ ურთიერთობებს და მათ დღის წესრიგს.

ამის შესახებ სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნულ ასამბლეაში საკანონმდებლო-აღმასრულებელი კითხვა-პასუხის დროს განაცხადა სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით სომხეთ-ევროკავშირის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის ხელშეკრულებით(CEPA) პროგრამების განხორციელებაზე.  

„ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური დოკუმენტი,  პარტნიორობის ხელშკრულება,  რომელიც უკვე წინასწარ განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებს და ქმედებებს. როდესაც ვამბობ, რომ მიმდინარეობს გადახედვა, ვგულისხმობ შემდეგს: ახლა განიხილება საკითხები და ანას ნოჰყვება პროცესები, რომლებიც უფრო მეტია, ვიდრე ის წინასწარი გადაწყვეტილებები რასაც ითვალსიწინებს პარტნიორული ხელშეკრულება“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, თუ, მაგალითად, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი იწყება, მაშინ ეს გათვალისწინებულია იმ შეთანხმებით, მაგრამ არის სხვა ინსტრუმენტებიც, რომლებიც განიხილება.

„ახლა, იმის მიხედვით, რაც სრ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა ევროპარლამენტში, 5 აპრილს ბრიუსელში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე და შედეგების შესაბამისად, ყოველ შემთხვევაში, სომხეთ-ევროკავშირის განხრით,  ამ განცხადებებსა   და პოზიციებზე დაყრდნობით  ჩვენ განვიხილავთ პარტნიორულ ხელშეკრულებას ევროკავშირთან და მის მიღმა ახალ ინსტრუმენტებს“, – განმარტა მირზოიანმა და დასძინა, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, გაღრმავდეს ურთიერთობა ორივე მხარეს.

საგარეო პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის თქმით, ისინი მოიცავს ბევრ მიმართულებას: ავიაცია, ეკონომიკური დივერსიფიკაცია, ბაზრების დაახლოება, ხარისხის სტანდარტების ამაღლება და ა.შ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს პარტნიორობის ხელშეკრულებაში  შემავალი ტერიტორიების გაფართოებას, საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ ტექნიკურად ახალი შეთანხმება არ არსებობს და არ იდება, შესაბამისად, შეთანხმებიდან გამომდინარე ქმედებები არ შეიცვლება, მაგრამ შეთანხმება იცვლება იმთ, რომ ის შეზღუდული არ იქნება  სხვა ერთობლივი ქმედებებით და პროგრამებით.

„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორულ შთანხმებას სრული განხორციელების მიმართულებით და პარალელურად ვნერგავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში სხვა ელემენტებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – დაასკვნა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button