საზოგადოება

ნატოს ექსპერტებმა ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო აკადემიაში სასწავლო მეცადინეობა ჩაატარეს

სომხეთის  თავდაცვის სამინისტროს ვაზგენ სარგსიანის სამხედრო აკადემიაში, ნატოს ოპერაციების დაგეგმვის ექსპერტებმა გამართეს ლექციები, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის  შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები. ინფორმაციას სომხეთის  თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მონაწილეები გაეცნენ ოპერაციების დაგეგმვის პროცესს სხვადასხვა ეტაპზე, როგორც ოპერატიულ, ასევე სხვა ფუნქციონალურ დონეზე. სასწავლო კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ნახეთ მეტი
Back to top button