საზოგადოება

საქართველოს რადიო 99 წლისაა

23 მაისს საქართველოში პირველი მაუწყებლობიდან 99 წელი შესრულდა, 2025 წელს კი ქვეყნის პირველი რადიო უკვე საუკუნეს იზეიმებს. საქართველოს რადიომ, ამიერკავკასიაში პირველმა, 1925 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა.

ძალიან ამაყები ვართ, რომ რადიო ინარჩუნებს ტრადიციას, ჰყავს ბევრი მსმენელი და ფარავს მთელ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

„დღეს საქართველოში პირველ მაუწყებლობას შეუსრულდა 99 წელი, კონკრეტულად რადიო მაუწყებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ რადიოსთვის, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არამედ ქვეყნისთვის, რადგან ეს იყო პირველი რადიოსიგნალი, რომელიც ამიერკავკასიაში შემოვიდა. ასევე, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ძველი რადიომაუწყებლობაა. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ რადიო ინარჩუნებს თავის ტრადიციას, ჰყავს ძალიან ბევრი მსმენელი და, რაც მთავარია, ფარავს მთელ საქართველოს. ზოგადად, განსხვავებული რადიოა, რადგან ძალიან ბევრი გადაცემა აქვს, თოქრადიოა, ასევე ინარჩუნებს ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ქართულ ხალხურ მუსიკას, რომელსაც დიდი წილი აქვს ჩვენს რადიობადეში“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.

სომხეთის რადიო უერთდება ამ სადღესასწაულო განწყობილებას და საქართველოს რადიოს უსურვებს კიდევ მრავალოვან ნაყოფიერ, შემოქმედებით საქმიანობას.

ნახეთ მეტი
Back to top button