საერთაშორისო

საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი ღარიბია – რამდენი ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას

სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის აპრილში საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 659 189 ადამიანია, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.8 პროცენტს შეადგენს. აქედან 439 347 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 219 842 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ. ამის შესახებ წერს bpn.ge.

უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარში მინიმალური საარსებო შემწობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 647 479 ადამიანი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ამ პერიოდში 11 710 ათასით არის გაზრდილი.

2023 წლის აპრილში საარსებო შემწეობას 660 746ადამიანი იღებდა, შესაბამისად მათი რაოდენობა 1-წლიან ჭრილში დაახლოებით 1500 კაცითაა შემცირებული.

ნახეთ მეტი
Back to top button