საერთაშორისო

კრამონი ბორელს, მიშელს, ლაიენს: არის შანსი, EU-მ ანალოგიური ზომები მიიღოს ოცნების წევრებზე?

როგორც FORMULANEWS.GE აქვეყნებს, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აშშ-ის მიერ ქართული ოცნების წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესებას ეხმაურება და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელს მიმართავს.

“არის შანსი, რომ ევროკავშირმა განახორციელოს ანალოგიური ქმედებები ქართული ოცნების ლიდერების მიმართ, როგორც ეს ამერიკამ გააკეთა? ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ზომების შეთანხმება”, – წერს ევროპარლამენტარი.

ნახეთ მეტი
Back to top button