მთავარიპოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სერიოზული სამუშაო შეასრულა თავისი ქვეყნის ხელმძღვანელობით რთულ პერიოდში –  ბლინკენი

შეერთებული შტატები განიხილავს სომხეთის წინადადებებს იმის დასადგენად, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ვაშინგტონს ერევანთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად და სომხეთის მხარდაჭერისთვის. ასეთი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გააკეთა. თუმცა, ენტონი ბლინკენმა არ დააკონკრეტა რა თხოვნაზე და რა სახის მხარდაჭერაზეა საუბარი.

„პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სერიოზული სამუშაო შეასრულა რთულ პერიოდში თავისი ქვეყნის ხელმძღვანელობის პროცესში. ჩვენ გვინდა გარანტირებული ვიყოთ, რომ ყველა, მათ შორის ადამიანები, რომლებმაც დატოვეს მთიანი ყარაბაღი, მიიღებენ  მხარდაჭერას“, – აღნიშნა ბლინკენმა.

დიპლომატმა შეახსენა, რომ სომხეთ-აშშ-ევროკავშირის სამმხრივი შეხვედრა ბრიუსელში აპრილში გაიმართა, რათა გაეგოთ, რა დამატებითი ძალისხმევის გაკეთება შეუძლიათ ვაშინგტონს და ბრიუსელს სომხეთის მხარდასაჭერად. „ჩვენ წინ წავალთ რამდენიმე მიმართულებით“, – დასძინა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.

ნახეთ მეტი
Back to top button