საერთაშორისო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას მის მიმართ მუქარის შესახებ ევროკომისარი გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბრისას, ეს უკანასკნელი მის მიმართ მუქარას იყენებდა. ამ განცხადებას გამოეხმაურა ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ვარჰეი და აღნიშნა, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

საქართველოს პირველი არხი კობახიძის განცხადებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას ჩამოთვალა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც დასავლელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ მიიღონ მას შემდეგ, თუ  საქართველოს მთავრობა გადალახავს „გარე  გავლენის  გამჭირვალეობის შესახებ“  კანონზე პრეზიდენტის ვეტოს.

„მუქარა, რომელიც გაჟღერდა ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას, შოკისმომგვრელი იყო. ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ და ამ ზომების ჩამოთვლისას აღნიშნა: “დაინახე, რა დაემართა ფიცოს? ფრთხილად უნდა იყოთ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ სლოვაკეთის პრეზიდენტის, რობერტ ფიცოს წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა მოხდა. რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობის მიყენების შემდეგ ის საავადმყოფოში იმყოფება.

კობახიძის განცხადების შემდეგ ვარჰეიმ განცხადება გაავრცელა ევროკომისიის ვებგვერდზე და აღნიშნა, რომ მისი განზრახვა არასწორად იქნა გაგებული.

„მინდა გამოვხატო ჩემი ძალიან გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი ამოიღეს კონტექსტიდან… როგორც კარგად ვიცი ქართულ საზოგადოებაში გამეფებული ძლიერი პროევროპული განწყობები, ჩემი სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ ეს. აუცილებელია პრემიერის ყურადღების მიქცევა იმ ფაქტზე, რომ მნიშვნელოვანია, კანონის მიღებით არ მოხდეს ისედაც მყიფე ვითარების გამწვავება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და შესაძლო უკონტროლო სიტუაციები თბილისის ქუჩებში. ამ მხრივ, სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების ასეთმა  მაღალმა  პოლარიზაციამ ევროპაშიც კი“, – განმარტა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში.

14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, თუმცა 18 მაისს ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო. თუმცა, საქართველოს პარლამენტი საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევას აპირებს.

ნახეთ მეტი
Back to top button