პოლიტიკა

სომეხი მესაზღვრეები  ტავუშის რეგიონის ზოგიერთ რაიონში საზღვრის დაცვას  ოფიციალურად შეუდგნენ

მიმდინარე წლის 24 მაისიდან სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის მესაზღვრეები ოფიციალურად შეუდგნენ სომხეთის სახელმწიფო საზღვრის ტავუშის რეგიონის ბერქაბერის დასახლების 1,9 კმ, ვოსკეფარისა და ბაღანისის დასახლებების 4,9 კმ-ის დაცვას.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის უსაფრთხოების სამსახური  ავრცელებს.

სახელმწიფო საზღვრის კირანცის დასახლების 5,8 კმ-იანი მონაკვეთის დაცვა 2024 წლის 24 ივლისამდე გარდამავალი სქემით განხორციელდება.

ნახეთ მეტი
Back to top button