პოლიტიკა

სომხეთ-ინდოეთის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წრმატებით მიმდინარეობს   – ინდოეთის ელჩი სომხეთში

სომხეთსა და ინდოეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს. თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ არის მხოლოდ თავდაცვით-ტექნიკური, არამედ ჩვენ ასევე ყურადღბას  ვაქცევთ შესაძლებლობების განვითარებასაც. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა სომხეთში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნილაკში საჰა სინჰამ Armenpress-თან  ინტერვიუში.

ელჩმა შენიშნა, რომ 2022 წელს ინდოეთში თავდაცვის მინისტრის სურენ პაპიკიანის ვიზიტის შემდეგ ბევრი რამ მოხდა თავდაცვის სფეროში და მიმდინარეობს მუშაობა მის შემდგომ გაფართოებაზე.

რაც შეეხება საჰაერო დერეფანს, ელჩმა გამოთქვა აზრი, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ, როგორ ჩამოვიტანოთ ტექნიკა აქ სომხეთში. თუმცა, რაც შეეხება საჰაერო დერეფანს, ვფიქრობ, ეს უბრალოდ დეზინფორმაცია იყო. ამიტომ მინდა დავაზუსტო ეს საკითხი ამ ინტერვიუში. ვფიქრობ, ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები მართლაც ძალიან კარგია და ჩვენ ვმუშაობთ მათ კიდევ უფრო გაძლიერებაზე“, – განაცხადა ინდოეთის ელჩმა სომხეთში.

საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ნიკოს დენდიასის მიერ თებერვალში სომხეთში გამოთქმულ აზრზე დაყრდნობით, რომ თავდაცვის სფეროში სომხეთ-საბერძნეთი-საფრანგეთი-ინდოეთის ოთხმხრივ თანამშრომლობას შესაძლებლად მიიჩნევს, ელჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ოთხივე ქვეყანასთან გვაქვს  ძალიან კარგი ურთიერთობა, თბილი და მჭიდრო კავშირები, მაგრამ ამ დროისთვის ჯერ კიდევ ნაადრევია ოთხმხრივ ფორმატზე საუბარი, თუმცა არის დამთხვევებიც.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ინდოეთი სომხეთში სამხედრო ატაშეს დანიშვნას, ელჩმა თქვა, რომ ინდოეთის თავდაცვის ინდუსტრია, იქნება ეს საჯარო თუ კერძო სექტორში, აწარმოებს მსოფლიო დონის თავდაცვით აღჭურვილობას, რომელსაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ყიდულობს.ელჩის თქმით, იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო მშვიდი და კოორდინირებული იყოს, ამიტომ ინდოეთს სომხეთში თავდაცვის ატაშეც ეყოლება.

ნახეთ მეტი
Back to top button