ეკონომიკა

შავი და ფერადი ლითონების ექსპორტის აკრძალვა კიდევ 6 თვით, 2025 წლის იანვრის ბოლომდე გაგრძელდება

სომხეთის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე, გადაწყვიტა შავი და ფერადი ლითონების ექსპორტის აკრძალვა, რომელსაც ვადა მიმდინარე წლის 29 ივლისს ეწურება, კიდევ 6 თვით, 2025 წლის 30 იანვრამდე გახანგრძლივდეს.

გადაწყვეტილების დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ სომხეთში შავი ლითონების ეფექტური საბადოები არ არის და სომხური ლითონის გადამამუშავებელი კომპანიები ნედლეულად იყენებენ ადგილობრივ ლითონის ჯართს და ნარჩენებს.

ბოლო დროს, შავი და ფერადი ლითონების ექსპორტზე აკრძალვის გამოყენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ლითონის წარმოების მოცულობა, კერძოდ, აკრძალვის შემდეგ (2021) წელს, ფოლადის ნადნობის წარმოება  გაიზარდა 8,4-ჯერ.

ნახეთ მეტი
Back to top button