კულტურამთავარი

შარლ აზნაურზე გადაღებული ფილმის “ბატონი აზნავურის” თიზერი უკვე ინტერნეტშია

ფილმი „ბატონი აზნავური“, რომელიც ცნობილი შანსონიეს შარლ აზნავურის ასი წლისთავზეა გადაღებული და რომელსაც გულშემატკივრები ელოდნენ, ხელოვნების მოყვარულებს 23 ოქტომბერს წარუდგენენ.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფილმის თიზერი უკვე ინტერნეტშია.

ფილმში შარლ აზნავურს თამაშობს ცნობილი მსახიობი თაჰარ რაჰიმი, რომელიც აზნავურს პირადად იცნობდა. რაჰიმი წარმოშობით ალჟირიდანაა. მან ითამაშა ფატიჰ აკინის ფილმში „The CUT“ ნაზარეთ მანუკიანის როლში. მსახიობი “სეზარის” პრემიის ორმაგი ლაურეატია, ასევე “BAFTA”=სა და “ოქროს გლობუსის” მფლობელი.

ფილმი „ბატონი აზნაური“ მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ შეძლო 1950-იან წლებში შარლ აზნავურმა, გადაელახა ყველა დაბრკოლება, რომელიც წლების განმავლობაში ედგა წინ, თავისი სულიერი ნამუშევრებით მიაღწია აღიარებას და ხალხის გულები მოიგო.

ასევე მინიშნება გაკეთდა აზნავურის ცხოვრებაში დიდი როლის შემსრულებელ ქალზე, ცნობილ მომღერალ ედიტ პიაფზე, მათ გაცნობასა და მეგობრობაზე, რომელიც პიაფის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

პროდიუსერმა ჟან-რაშიდ კალუშმა, რომელიც აზნაურის ქალიშვილის, კატია აზნაურის ქმარია, თქვა, რომ მომღერალმა სიცოცხლეშივე მისცა მასზე ბიოგრაფიის გადაღების უფლება. მისი იდეა იყო, რომ ფილმში ყურადღება უნდა გამახვილდეს მისი ცხოვრების პირველ ნაწილზე, „ნულიდან დიდებამდე“.

ნახეთ მეტი
Back to top button