პოლიტიკა

ჩაბაჰარის პორტის გამოყენების ხელშეწყობის პერსპექტივები განიხილება სომხეთისთვის  –   ინდოეთის ელჩი სომხეთში

სომხეთს, როგორც ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყანას სჭირდება მეტი საკომუნიკაციო პროექტები. სომხეთს გაუადვილდება ჩაბაჰარის პორტით სარგებლობის შესაძლებლობა, ვფიქრობ, ეს დაეხმარება სომხეთს დაძლიოს ის ფაქტი, რომ ის არ არის ზღვაზე გასასვლელი ქვეყანა. ამის შესახებ სომხეთში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნილაქში საჰა სინჰამ Armenpress-თან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ ჩაბაჰარის პორტს ინდოეთი და ირანი ერთობლივად ავითარებენ.

<<სომხურ მხარესთან ჩვენი დისკუსიის დროს, ამ უკანასკნელმა გამოიჩინა ინტერესი ჩაბაჰარის პორტით სარგებლობით. სომხეთის  ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრი ჩაბაჰარის პორტს გასული წლის დეკემბერში ეწვია. ჩვენ სომხური მხრიდან ველოდებით დეტალებს და აუცილებლად გავითვალისწინებთ, როცა სომხური მხრიდან მკაფიო წინადადებებს მივიღებთ“, – განმარტა ელჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button