მთავარისაზოგადოება

ერევანი-თბილისი-ერევნის მარშრუტზე საერთაშორისო მატარებლები უქმდება არახელსაყრელი ამინდის გამო

არახელსაყრელი ამინდის პირობების შედეგად, აირუმ-ახტალის მონაკვეთზე საავტომობილო გზებზე და სარკინიგზო ხაზებზე ღვარცოფის წარმოქმნის გამო, სტიქიის ზემოქმედების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წ. 26 მაისიდან გაუქმდება ერევანი-თბილისი-ერევნის მიმართულებით საერთაშორისო მატარებლები. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დსს “სამხრეთ კავკასიის რკინიგზა”. „მატარებლის მოძრაობის აღდგენა დამატებით გამოცხადდება ჩვენს გვერდებზე სოციალურ ქსელებში და დსს “სამხრეთ კავკასიის რკინიგზის” ოფიციალურ ვებგვერდზე www.railway.am. რაც შეეხება ბილეთების დაბრუნებას, მგზავრებს, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები ონლაინ რეჟიმში, შეუძლიათ თანხის დაბრუნება იმავე გზით, ონლაინ შესყიდვის პლატფორმის გამოყენებით. მგზავრები, რომლებმაც ბილეთები იყიდეს სალაროებში, მიმართავენ იმავე სალაროებს. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button