საზოგადოება

ლორსა და ტავუშში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4-ს მიაღწია

ლორსა და ტავუშში წყალდიდობის შედეგად 4 მსხვერპლია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა.

„ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი დაკარგულის ცხედარიც იპოვეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ სტიქიის შედეგად ოთხი მსხვერპლი გვყავს“, – განაცხადა სანოსიანმა.

26 მაისს, ძლიერი წვიმისა და მდინარეების დებედის, აღსტევისა და ტაშირის ადიდების შედეგად ლორისა და ტავუშის რეგიონებში წყალდიდობა მოხდა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სახლები, შენობები და ნაგებობები, დაინგრა გზები.

ნახეთ მეტი
Back to top button