მთავარისაზოგადოება

წვიმების გამო გაუვალი გახდა “ბაგრატაშენის” სახელმწიფო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან მისასვლელი გზები. სშკ

სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტის “ბაგრატაშენის”-კენ მიმავალი გზები გაუვალი გახდა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომიტეტი მოუწოდებს ეკონომიკურ სუბიექტებს, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში და საპირისპირო მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ამ დროისთვის განახორციელონ სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტებით “გოგავანი” ან “ბავრა”.

ამასთან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე გზაში ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით კომიტეტი თავს შეიკავებს მარშრუტის დაუცველობაზე პასუხისმგებლობის გატარებისგან და  ადმინისტრაციული წარმოების აღძვრისგან.

გზების მდგომარეობის მოწესრიგებისთანავე კომიტეტი დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, ამავდროულად, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ სიახლეებს.

ნახეთ მეტი
Back to top button