მთავარისაზოგადოება

ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა წარმოადგინა ჩაკეტილი გზების შემოვლითი ალტერნატიული მარშრუტები

როგორც ცნობილია, დღეს ღამით მდინარე დებედის ადიდების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გაუვალი გახადა M-6 სახელმწიფოთაშორისი გზა, რის შედეგადაც გზა ორივე მიმართულებით გადაკეტილია. ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვემოთ წარმოადგინა ჩაკეტილი გზები და შესთავაზა ალტერნატიული მარშრუტები.

დახურული მარშრუტები:

1. ვანაძორი – ალავერდი – აირუმი – ბაგრატაშენი

2. დილიჯანი – იჯევანი

ალტერნატიული მარშრუტები: სომხეთი – საქართველო სახელმწიფოთაშორისი მარშრუტი

1. „სგპ გოგავანი“ – ტაშირი – სტეფანავანი – ვანაძორი – ერევანი

2. “სგპ ბავრა” – გიუმრი – ერევანი

სომხეთის შიდარესპუბლიკური მარშრუტი

1. აირუმი – ნოემბერიანი – აიგეჰოვიტი – ტავუშ – ბერდი – თთუჯური – ჭამბარაკი – სევანი-ერევანი. აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, სამინისტროს თანამშრომლები, ფონდ „საგზაო დეპარტამენტის“ თანამშრომლები და შსს-ს თანამშრომლებთან, სამხარეო ადმინისტრაციასა და თემის ადმინისტრაციებთად ერთად კოორდინაციას უწევენ სამუშაოებს.

ნახეთ მეტი
Back to top button