პოლიტიკა

განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები

29 მაისს, შუმანის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფორუმის ფარგლებში, სომხეთის  თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ რობერტ ბრიგერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის  თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. მიღწეულია შეთანხმება ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესახებ.

თავდაცვის მინისტრმა სომხეთის  შეიარაღებული ძალების რეფორმების მიმდინარეობა გააცნო.

ასევე განიხილეს რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button