საზოგადოება

მთავრობა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ თემებში გადაუდებელი პრობლემების მოსაგვარებლად 300 მილიონ დრამს გამოყოფს

სომხეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ თემებში გადაუდებელი პრობლემების მოსაგვარებლად ტავუშისა და ლორის რეგიონებს ჯამში 300 მილიონი დრამი  გამოუყოს.

როგორც „ARMENPRESS“-ი  იუწყება, მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება, დანართებით, ვებგვერდზე e-gov.am გამოქვეყნდა.

სომხეთის  ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა ასევე საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 300 მილიონი დრამი  მოხმარდება ძირითადი საჭიროებებს. „ეს თანხა განკუთვნილია არაერთი გადაუდებელი სამუშაოების შესასრულებლად. თანხები რეგულარულად დაემატება და მთლიან ხარჯებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. საუბარია მილიარდობით დრამზე“, – განმარტა გნელ სანოსიანმა.

26 მაისს, ძლიერი წვიმის გამო, წყალდიდობა მოხდა ტავუშისა და ლორის რეგიონების რიგ თემებში, რამაც გამოიწვია უზარმაზარი მატერიალური ზარალი, დააზიანა   გზები და ხიდები. წყალდიდობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ნახეთ მეტი
Back to top button