კულტურა

ნერსისიანის სკოლის მოსწავლეთა სახელები   ჩვენი პედაგოგიკის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარნი არიან:  სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი  მინისტრი

სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი,  ხ. აბოვიანის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში ნერსისიანის სკოლის დაარსებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას დაესწრო.

როგორც “არმენპრესი” წერს,  საიუბილეო ღონისძიებების დაწყების შესახებ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი საარქივო დოკუმენტი და ფოტო.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, ქართველი სომეხი საზოგადო მოღვაწე, ინტელექტუალი, გამოფენის ორგანიზატორი ლევონ ჩიდილიანი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების წარმომადგენლები, სტუდენტები.

მისასალმებელ სიტყვაში განათლებისა და კულტურის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა ხაზი გაუსვა ნერსისიანის სკოლის დაარსებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთსა და საქართველოს შორის მრავალსაუკუნოვან კავშირს და მრავალრიცხოვან ურთიერთობას  განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ნახეთ მეტი
Back to top button