პოლიტიკა

„რუსეთი და ქოჩარიანი მოძრაობის ბენეფიციარები არიან, 2021 წელშიც სცადეს გადატრიალების მოწყობა, მაგრამ  ხალხი არ აჰყვა“   –  ედგარ არაქელიანი  

„ტავუში სამშობლოსთვის“ მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დეკანოზი ბაგრატ გალსტანიანია. მან განაცხადა,  რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ყოფნას სულიერ გარემოებებთან ვერ უთავსებდა: „ამიტომ, უწმინდესს წარვუდგინე სიტუაცია, მოვითხოვე ჩემი 30-წლიანი სულიერი სამსახურის გაყინვა“. რუსულმა „პირველმა არხმა“ დღეს გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერევნის რესპუბლიკის მოედანზე 26 მაისს მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ გამართულ აქციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. იმავდროულად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირმა“ აქციის მონაწილეთა დათვლა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 26 მაისს მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ გამართულ შეკრებაში 23 100 ადამიანი მონაწილეობდა. ინიციატივა „თავისუფალი სომხეთის“ დამფუძნებელმა ედგარ არაკელიანმა Factor TV-სთან საუბარში განაცხადა, რომ ოპოზიციის, ოპოზიციის ლიდერების მეშვეობით ვერანაირი მოძრაობა ვერ წარიმართა და ახლა ბოლოშესაძლებლობა გამოიყენეს და პრემიერ მინისტრის პოსტზე  სასულიერო პირის კანდიდატურას შეუწყეს ხელი. „ისინი ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სასულიერო პირების ლიდერის და ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გამოცხადებით. მანამდე რობერტ ქოჩარიანმა თქვა, რომ ოპოზიციის კანდიდატი სულიერი პიროვნება უნდა გახდეს. თუმცა, ყოფილი ხელისუფლება სასულიერო პირის სქემის ქვეშ იმალება. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მოძრაობის ბენეფიციარები არიან რუსეთი და რობერტ 2021 წელშიც სცადეს გადატრიალების მოწყობა, მაგრამ  ხალხი არ აჰყვა“. არაქელიანი დარწმუნებულია, რომ სომხეთის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქუჩის ოპოზიციური ძალები დერეფნის კონტროლს რუსეთს დაუთმობენ და ქვეყანას „გუბერნიის“ სტატუსამდე მიიყვანენ.

ნახეთ მეტი
Back to top button