პოლიტიკა

საფრანგეთში მოუწოდეს, სასწრაფოდ შეისწავლონ  Caesar-ების სომხეთისთვის მიწოდების შესაძლებლობა

სომხეთმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Thales-ისგან სამი GM200 რადარების შესყიდვის შესახებ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები MISTRAL 3 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე. ამის შესახებ საფრანგეთის სენატის ანგარიშშია ნათქვამი.

„სომხეთში მიწოდებული იქნა ფრანგული კომპანია Arquus-ის მიერ წარმოებული 24 ბასტიონის ჯავშანტრანსპორტიორი. გარდა ამისა, სომხეთს უნდა მიეწოდოს იგივე ტიპის კიდევ 26 მანქანა, რომელიც ამჟამად იწარმოება“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ სომხეთისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება დაიწყო.

„არ გავიმეოროთ შეცდომები და არ გადავდოთ იმ ტექნიკის მიწოდება, რომელიც თავიდანვე საჭირო იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ სომხეთის ხელისუფლების ყველა მოთხოვნას, განსაკუთრებით არტილერიის საჭიროებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ნახეთ მეტი
Back to top button