მთავარისაზოგადოება

სომხეთის მთავრობამ ტავუშისა და ლორის რეგიონებში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ თემები  სტიქიის ზონად გამოაცხადა

სომხეთის მთავრობამ ტავუშისა და ლორის რეგიონებში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ თემები  სტიქიის ზონად გამოაცხადა.  „არმენპრესის“ ინფორმაციით, სრ მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება  e-gov.am ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მთავრობის გადაწყვეტილებას თან ახლავს თემების ჩამონათვალი.

26 მაისს, ძლიერი წვიმის გამო, წყალდიდობა მოხდა ტავუშისა და ლორის რეგიონების რიგ თემებში, რამაც გამოიწვია უზარმაზარი მატერიალური ზარალი, დააზიანა   გზები და ხიდები. წყალდიდობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

ნახეთ მეტი
Back to top button