მთავარისაზოგადოება

სომხეთის საზოგადოებრივ მულტიპლექსში რუსული პირველი არხის მაუწყებლობა დავალიანების  გამო შეწყდა

რუსეთის პირველი არხის გავრცელება სომხეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია. მიზეზებთან  დაკავშირებით „ARMENPRESS“-ის  შეკითხვას სომხეთის  მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა უპასუხა.

– ბატონო მინისტრო, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკაში რუსული პირველი არხის მაუწყებლობის შეჩერების შესახებ. გთხოვთ განმარტოთ რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია. რის საფუძველზე შეწყდა რუსული ტელეკომპანიის მაუწყებლობა?

– თანახმად  “სომხეთის ტელერადიომაუწყებლობის ქსელი” სს-სა და “1-ლი არხი, მსოფლიო ქსელი” სს-ს შორის არსებული ხელშეკრულებით, “1-ლი არხი, მსოფლიო ქსელმა” არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები და დაუგროვდა 2 ნახევარი  თვის დავალიანება.

რუსული არხის (ORT-რედ.) მაუწყებლობა საჯარო მულტიპლექსში დროებით შეჩერებულია დავალიანების   სრულად დაფარვამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button