პოლიტიკა

სომხეთში ხელისუფლების შეცვლა ყველაზე მეტად რუსეთს სჭირდება  –  მმართველი პარტიის პარლამენტის წევრი

რუსეთს ყველაზე მეტად სჭირდება სომხეთში ხელისუფლების შეცვლა, რათა ჩვენ მათ ვასალებად დავრჩეთ. ამის შესახებ 27 მაისს NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატმა გაგიკ მელქონიანმა განაცხადა.

მისი აზრით, რუსეთს არ მოსწონს, რომ სომხეთი თავის პოლიტიკას ატარებს. „ახლა ჩვენ არ ვეკითხებით მას, შეგვიძლია თუ არა ურთიერთობა განვავითაროთ რომელიმე ქვეყნებთან. ეს მათ აბრაზებს. ადრე  ყოველთვის ვიღებნით  ნებართვას, ან ჩვენს მაგიერ თვითონ ლაპარაკობდნენ“, – განაცხადა დეპუტატმა.

მან დაარწმუნა, რომ მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ რუსეთის მიერ არის წაქეზებული და სომხეთის ხელისუფლება ხედავს, ვინ დგას ამის უკან. „ამბობენ, რომ რუსეთიდან სომხეთში მანქანით მოდიან. Რისთვის? იმისთვის,  რომ ჩვენი სახელმწიფო არ არსებობდეს. ამ მოძრაობის უკან დგანან ისინი, ვინც გაყიდა ჩვენი ქვეყანა და გადასცა რუსეთს. ჩვენ 30 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვყოფილვართ, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა ყოველთვის რუსეთის მიერ იყო მართული. 2020 წლამდე სხვა ქვეყნებთან იარაღის ვაჭრობაზე არ ვფიქრობდით და მთელი ჩვენი იმედი რუსეთზე იყო დამყარებული. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ საგარეო პოლიტიკას და ვერავინ გვიკარნახებს, თუ  ვისთან უნდა ვიმეგობროთ და ვისთან არა“, – აღნიშნა მელქონიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები კი, მისი შეფასებით, საზოგადოების აუდიტორიისკენ არის მიმართული. „ალიევს რომ ყველამ უთხრას, ჯანდაბამდე გზა გქონიაო, ის ამას აღარ იტყვის. თქვენ არ უნდა განიცადოთ, თუ  რას ამბობს ალიევი ან რას ამბობენ რუსეთიდან. ახლა ალიევი ამბობს, რომ უნდოდა  ეს სოფლები და მისცეს….  და რას ამბობდა მანამდე? ამბობდა, რომ რომ თავს დაესხმება და აიღებს ამ სოფლებს“, – დასძინა დეპუტატმა.

ამასთან, მელქონიანმა აღიარა, რომ სომხეთი 30 წლის განმავლობაში გამარჯვებული ქვეყანა იყო, ამიტომ ამ სოფლების პრობლემები არ წარმოშობილა. „მაგრამ სომხურ მხარეს მაშინ  არ ესმოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო გამარჯვებული ქვეყანა. წაგებული მხარე ჩვენზე უკეთესად მოიქცა“, – დაასკვნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button