პოლიტიკა

ევროპარლამენტში რუსული გავლენის შესახებ საქმესთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა

ევროპარლამენტის ბრიუსელისა და სტრასბურგის ოფისები რუსეთის სავარაუდო გავლენის გამოძიების ფარგლებში გაჩხრიკეს, იტყობინება გერმანული გაზეთი Der Spiegel.

გაზეთის ცნობით, ჩხრეკა დაკავშირებულია პრორუსულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe საქმესთან, რომელიც, როგორც ირწმუნებიან, რუსული გავლენის ოპერაციის ცენტრშია.

კერძოდ, ჩხრეკა ჰოლანდიელი პარლამენტარის მარსელ დე გრააფ გიომ პ.-ს თანამშრომლის კაბინეტში მიმდინარეობს, რომელიც მანამდე გერმანული „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატთან მაქსიმილიან კრასთან ერთადაც მუშაობდა.

ბელგიის პროკურატურამ ჩხრეკა “ჩარევის, პასიური კორუფციისა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის საქმის ნაწილი” უწოდა. სამართალდამცავი დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩხრეკა დაკავშირებულია „რუსული ჩარევის ნიშნებთან“, რის შედეგადაც ევროპარლამენტის წევრებს დაუკავშირდნენ და გადაიხადეს რუსული პროპაგანდის ჩასატარებლად Voice of Europe საინფორმაციო ვებგვერდის მეშვეობით“.

გამოძიების შესახებ მანამდე ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროუმ აცნობა. მისი თქმით, დაზვერვამ დაადასტურა ქსელის არსებობა, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს უკრაინის მხარდაჭერას ევროკავშირში. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიმართეს და ფული შესთავაზეს რუსული პროპაგანდის ჩასატარებლად.

„ჩვენი დაზვერვის მიხედვით, მოსკოვის მიზნები ნათელია. მიზანია დაეხმაროს ევროპარლამენტში მეტი პრორუსული კანდიდატის არჩევას და ამ ინსტიტუტში გარკვეული პრორუსული ნარატივის გაძლიერებას“, – განაცხადა დე კროომ.

ევროპარლამენტში ჩხრეკა გაიმართა პანევროპულ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, არჩევნები 6-9 ივნისს არის დანიშნული.

ნახეთ მეტი
Back to top button