პოლიტიკა

საუდის არაბეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს

საუდის არაბეთის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სრ საგარეო საქმეთა სამინისტრო. „მიულოცა რა ელჩს სალმან აბდ ალ-რაჰმან ალ-შეიხს მისიის შესრულება, ვაჰან კოსტანიანმა მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნია გასული წლის ნოემბერში სომხეთის რესპუბლიკასა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. ამასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ გამოთქვა რწმენა, რომ ელჩის აკრედიტაცია ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალური ძალისხმევა გაატარონ მრავალდონიანი თანამშრომლობის გასაფართოებლად. ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას, ასევე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის ფორმირებას. შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ თანამოსაუბრეს გააცნო სომხეთის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ასევე რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო არხების განბლოკვის მიზნით და მოკლედ შეეხო სომხეთსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ბოლო მოვლენებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნახეთ მეტი
Back to top button