ანალიტიკა

სომეხთა გენოციდის უტყუარობას ადასტურებენ საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები. ზორიანის ინსტიტუტი

გენოციდისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების გამოკვლევები და პუბლიკაციები ასახავს კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ბნელ გვერდებს. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ზორიანის ინსტიტუტმა გაავრცელა შეტყობინება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ, სომხების გენოციდის ფაქტის დასადასტურებლად, არაერთხელ ითანამშრომლა სხვადასხვა ეროვნების მეცნიერებთან, დაავალა მათ შეესწავლათ სხვადასხვა ქვეყნების არქივები და ეწარმოებინათ კვლევა, რომელიც ქვეყნდება სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში ან ცალკეული მონოგრაფიების სახით.

ქვემოთ წარმოდგენილი წიგნები არის სხვადასხვა დისციპლინის ცნობილი მეცნიერების ისეთი კვლევების შედეგები, რომლებშიც ნათლად არის ასახული ოსმალეთის თურქეთის მიერ განხორციელებული სომხების გენოციდი.

გერმანელი ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ჟურნალ Der Spiegel-ის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი მეცნიერი ვოლფგანგ გუსტი მეუღლის ინგრიდ გუსტის დახმარებით 11 წლის განმავლობაში სწავლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივს, საიდანაც მან შეაგროვა და აღადგინა მრავალი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იყო პირველ მსოფლიო ომთან. გუსტის „სომხების გენოციდი. მტკიცებულებები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივიდან, 1915-1916 წლებში“ წარმოგიდგენთ ოსმალეთის იმპერიაში დისლოცირებულ გერმანელ უცხოელ დიპლომატებსა და ბერლინში  მათ უფროსებს შორის  ცენზურის გარეშე სტატიებს. წიგნი გამოიცა გერმანულ (2005), თურქულ (2012) და ინგლისურ (2014) ენებზე.

ოსმალეთის იმპერიაში გერმანიის საკონსულო ჩინოვნიკების დაახლოებით 218 დეპეშა, წერილი და მოხსენება ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი, აღწერს ოსმალეთის იმპერიაში მომხდარ სომეხთა გენოციდს. ამ დოკუმენტების არსებობა უდაო ფაქტია ყველასთვის, ვინც შეეცდება უარყოს სომხების გენოციდი, რადგან ეს დოკუმენტები ომის დროს თურქეთის მოკავშირე ქვეყნის არქივებში აღმოჩნდა. ნაშრომი  უფრო ღრმად წარმოდგენას იძლევა სომეხთა გენოციდის დამნაშავეთა ქმედებებისა და მოტივების შესახებ.

წიგნის გერმანულმა გამოცემამ დიდი როლი ითამაშა 2016 წლის 2 ივნისს გერმანიის პარლამენტის მიერ სომხების გენოციდის აღიარებაში. გერმანიის „მწვანეთა პარტიის“ თანათავმჯდომარემ ჯემ ოზდემირმა ზორიანის ინსტიტუტში ვიზიტისას განაცხადა:

„ვოლფგანგ გუსტისა და ზორიანის ინსტიტუტის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველად ვნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტები, რომლებიც, შესაძლოა, სომხების გენოციდის ყველაზე კარგად შემონახული არქივია მსოფლიოში“.

1915 წლის დეკემბერში გერმანიის ელჩმა კონსტანტინოპოლში, გრაფმა პოლ ვოლფ-მეტერნიჩმა იმპერიის კანცლერს თეობალდ ფონ ბეტმან ჰოლვეგს მისწერა:

„…ჩვენი უკმაყოფილება სომხების დევნის გამო ნათლად უნდა იყოს გამოხატული ჩვენს პრესაში და ბოლო მოეღოს ჩვენს ენთუზიაზმს თურქების მიმართ. რასაც ისინი მიაღწევენ, იმის გამოა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ისინი არიან ჩვენი ოფიცრები, ჩვენი ქვემეხები, ჩვენი ფული… იმისათვის, რომ სომხურ საკითხში რაიმე წარმატებას მივაღწიოთ, თურქეთის მთავრობას შიში უნდა ჩავუნერგოთ შედეგების შესახებ. თუ სამხედრო მიზეზების გამო არ გავბედავთ მას წინააღმდეგობა გავუწიოთ უფრო მკაცრი პოზიციით, აბა სხვა გზა არ გვექნება გარდა… უკან დაიხიოთ და ვუყუროთ, როგორ განაგრძობს ჩვენი მოკავშირე ხოცვა-ჟლეტას“.

კანცლერის პასუხი ასეთი იყო:

„ომის დროს მოკავშირის საჯარო საყვედური ისტორიაში უპრეცედენტო ქმედება იქნება. ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ომის დასრულებამდე თურქეთი ჩვენს გვერდით ვამყოფოთ, მიუხედავად იმისა, დახოცვენ თუ არა ამის შედეგად სომხებს“.

ვაჰაგნ დადრიანმა და თანერ აჩამმა ერთად შეისწავლეს თურქეთის სამხედრო არქივები.

“სტამბულის განაჩენი: წიგნში „სომხების გენოციდის სასამართლოები“ წარმოდგენილია „Takvim-i Vekâyi“-ში განთავსებული თურქეთის სამხედრო ტრიბუნალების ოსმალეთის მთავრობის ოფიციალური ჩანაწერების თარგმანი და დეტალური ანალიზი პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

1919 წლის დამღუპველი მარცხის შემდეგ, ოსმალეთის მთავრობამ დაუკვეთა გამოძიების ჩატარება და საკმარისი მტკიცებულება მოამზადა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების სერიის ორგანიზებისთვის. ვ. დადრიანმა და თ. აქჩამმა სასამართლო პროცესის დოკუმენტები პირველად შეადგინა ინგლისურად და წარმოადგინა ისინი  ისტორიულ და სამართლებრივ კონტექსტში. ეს დოკუმენტები აჩვენებს, რომ ომის დროინდელი მინისტრები, ახალგაზრდა თურქების პარტიის ლიდერები და სხვა დამნაშავეები ამ დანაშაულებებში თურქეთის სამხედრო ტრიბუნალებმა წარადგინეს სამხედრო სასამართლოში. ბევრი  დამნაშავედ ცნეს და მიესაჯა სიკვდილით დასჯა. ნიურნბერგისგან განსხვავებით, თურქეთის სამხედრო ტრიბუნალები ტარდებოდა მხოლოდ არსებული ოსმალეთის შიდა სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ეროვნული სასამართლოთი შეცვლა ისტორიაში შევიდა, როგორც ეროვნული თვითგმობის უნიკალური ინიციატივა. ეს კოლექცია დიდად არის გავრცელებული მეოცე საუკუნის საკუთარი მოქალაქეების მიერ გენოციდის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პირველი დანაშაულებრივი დევნის ისტორიული ფონის, პოლიტიკური ხასიათისა და სამართლებრივი შედეგების ვრცელი ანალიზით. ეს კრებული უფრო წონიანი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ მასში წარმოდგენილია ისტორიული ზოგადი ვითარების, პოლიტიკური რეალობისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მეოცე საუკუნის პირველი გენოციდის სამართლებრივი შედეგების ყოვლისმომცველი ანალიზი.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ თურქეთმა განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გასული საუკუნის განმავლობაში, ოსმალეთის იმპერიიდან და ახალგაზრდა თურქებიდან დღევანდელ რესპუბლიკამდე, მაგრამ ამ დროის განმავლობაში თურქეთმა აჩვენა საგანგაშო თანმიმდევრულობა მასობრივი ძალადობის წახალისებაში და გაჩაღებაში. კერძოდ, სუნიტი მუსულმანურ-თურქული იდენტობის აგება ნაწილობრივ განხორციელდა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების, მათ შორის ალევების, სომხების, ასურელების, ებრაელების, ბერძნების, ქურთების და იეზიდების  როგორც “შინაგან მტრებად” გამოცხადებით და უკანასკნელების მიმართ საზოგადოებრივი სიძულვილის გამოვლენის მეშვეობით.

ეს ნაშრომი წარმოადგენს შემთხვევების შესწავლის ვრცელ სერიას და ისტორიულ-მეცნიერულ შეხედულებებს თურქეთის ისტორიაში მსგავსი ძალადობის საგანგაშო განმეორების შესახებ. წიგნში ნაჩვენებია არა მხოლოდ ის, თუ როგორ იმოქმედა ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებულმა სისასტიკემ ერის თვითშეგნებაზე, არამედ ისიც, ამ სისასტიკის დაუსჯელობამ თუ როგორ შეუწყო ხელი უფრო ფართო ძალადობას ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ISIL-ის და სხვა არასახელმწიფო აქტორების აღმავლობას და მათი მხრიდან ძალადობის განხორციელებას უმცირესობებზე, როგორიცაა ეზიდები.

ძნელია იმის გაგება, თუ როგორ უნდა  წავიწიოთ წინ ერებს შორის დაძაბულობის ესკალაციის, დამანგრეველი კონფლიქტებისა და გენოციდის უარყოფის რეალობის ფონზე.

„ზორიანის ინსტიტუტი ცდილობს აამაღლოს ცნობიერება და გააფართოოს გენოციდის კვლევებისა და ადამიანის უფლებების სფერო აკადემიური ძალისხმევების მეშვეობით. უნივერსიტეტის პროგრამასთან ერთად ინსტიტუტი გამოსცემს და აფინანსებს ბევრ წიგნს, სტატიას და ჟურნალს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს სამი წიგნი უნდა იყოს მსოფლიოში ნებისმიერი ადამიანის ბიბლიოთეკაში, ვინც დაინტერესებულია ადამიანის უფლებებით და სომეხთა გენოციდის ისტორიით“, – ასკვნის ზორიანის ინსტიტუტის სტატია.

ნახეთ მეტი
Back to top button