მთავარიპოლიტიკა

2018 წლის დემოკრატიული, არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუციიდან დღემდე, სომხეთის ეკონომიკა თითქმის 30 პროცენტით გაიზარდა. ფაშინიანი

2023 წელს ჩვენ გვქონდა 8,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, რაც აღემატება 2021 წლის რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პროგრამაში გამოთქმულ მიზნებს. ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების განხილვისას.

„როგორც 2022, ისე 2023 წელს ჩვენ გვქონდა ამ მიზანზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მიზანი იყო, რომ საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 7 პროცენტი გვქონოდა.

მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2018 წლის დემოკრატიული, არაძალადობრივი, ხავერდოვანი რევოლუციიდან დღემდე სომხეთის ეკონომიკა თითქმის 30 პროცენტით გაიზარდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

2017 წელთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე რეალურად დაახლოებით 37 პროცენტით გაიზარდა, დოლარში კი გაორმაგდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button