მთავარიპოლიტიკა

საქართველოში შემოსული ტურისტების ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა 2026 წლიდან ამოქმედდება

საქართველოში შემოსული ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის ბრძანება 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩო იტყობინება.

„საქართველოში შემოსული უცხოელებისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან დაკავშირებით მიღებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩომ მიიღო დამატებითი განმარტება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ „საქართველოში შემოსული ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის“ გადაწყვეტილების მიღებისა და  ძალაში შესვლის ვადაა 2026 წლის 1 იანვარი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button