კულტურამთავარი

ღვინის ისტორია  –   ღვინის ექსპერტი იანა ლიტვინჩუკი:   „სომხური ღვინის პროგრესი და აღიარება მსოფლიო ასპარეზზე აშკარაა“

ღვინოსთან მუშაობა არის ხელოვნება, რომელიც მოითხოვს ღრმა ცოდნას, დახვეწილ გემოვნებას და ნამდვილ ვნებას. ღვინის ექსპერტი, რუსეთის სომელიეთა ასოციაციის წევრი და ღვინის ინდუსტრიის ბიზნეს ანგელოზი, როგორც მას კოლეგები და მიმდევრები ეძახდნენ, იანა ლიტვინჩუკი NEWS.am Style-თან ისაუბრა მის პროფესიულ გზაზე ღვინის სამყაროში და იმაზე, თუ როგორ და რატომ გახდა სომხეთი  ამ გზის ნაწილი.

ღვინო თავიდანვე თქვენი გატაცება იყო თუ ეს გზა ცხოვრებაში ძიების შემდეგ აირჩიეთ?

ღვინისადმი ჩემი სიყვარული იტალიაში 2014 წელს სწორი ღვინოებითა და სხვადასხვა რეგიონის ღვინის ქარხნებში ხანგრძლივი მოგზაურობით დაიწყო. რუსეთში დაბრუნებულმა გადავწყვიტე შემეცვალა საქმიანობის სფერო, ჩავიძირე ღვინოში, დავამთავრე  ღვინის სკოლა „ენოტრია“, დავიწყე მუშაობა ჯერ მეღვინედ, შემდეგ რესტორანში სომელიეად, ვიყავი ღვინის სავაჭრო კომპანიების მენეჯერად. დავესწარი  სხვადასხვა ღვინის სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებს, შევიძინე დეგუსტაციის გამოცდილება, შევუერთდი რუსეთის ღვინის კლუბს, დავიწყე საკუთარი დეგუსტაციების გამართვა და კერძო კლიენტებთან მუშაობა.

სკოლის დამთავრების შემდეგ თითქმის მაშინვე დავიწყე ინსტაგრამზე ღვინის ბლოგი @yana_pro_vino, რომელსაც უკვე 25 ათასი გამომწერი ჰყავს. მე ასევე შევადგინე უამრავი ღვინის სია მოსკოვის რესტორნებისა და ღვინის ბარებისთვის, ვსწავლობ WSET-ში, ვწერ სტატიებს ღვინის შესახებ, მიწვეული ვარ პრეს ტურებზე მსოფლიოს სხვადასხვა ღვინის რეგიონებში, ვარ  ღვინის სკოლა winecamp.ru -ის ონლაინ ლექტორი.

უკვე 5 წელია ვავითარებ ღვინის ტურიზმს რუსეთში, სომხეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში, ჩემს მეღვინეობის პროექტს ჰქვია “ENOTUSIASTS”. გასულ წელს დავაფუძნე ვაზის გაქირავების პირველი სერვისი რუსეთსა და სომხეთში – YOUR FIRST VINE.

როგორ აღწერდით იმ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომლის საქმიანობა და რუტინა მოიცავს ღვინოს, დეგუსტაციას და მუდმივ მოგზაურობას?

თუ ადამიანების უმეტესობისთვის ყოველდღიური რუტინა იწყება ყავით და ოფისში კომპიუტერთან მუშაობით, მაშინ სომელიესთვის ის ჩვეულებრივ იწყება ღვინის დაგემოვნებით, შემდეგ კი შეგიძლიათ დალიოთ ფინჯანი ყავა (ყავის ღვინოზე უწინ დალევა არ არის რეკომენდებული. რათა არ “გაჭედოს” რეცეპტორები).

რომელი ღვინის დალევა გიყვართ სიამოვნებისთვის?

ამჟამად ჩემი გემოვნების განვითარების მრუდმა მიმიყვანა მსუბუქ და დელიკატურ ღვინოებამდე. თუ ვსაუბრობთ ვაზის კონკრეტულ ჯიშებზე, მაშინ უპირატესობას წითელ ჯიშებს ვანიჭებ: Pinot Noir, Areni, Spätburgunder, Nerello Masscalese. და რა თქმა უნდა, ყოველთვის და ყველგან ვტკბები ცქრიალა ღვინოებით.

როგორ გაიცანით სომხეთი, როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა? როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?

სომხურ ღვინოებთან ჩემი გაცნობა წლების წინ მოხდა არტურ სარგსიანის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ სალონში, ის ცნობილი კრიტიკოსია, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს საკუთარ სახელმძღვანელოს რუსული და სომხური ღვინოების შესახებ. შემდეგ შევხვდი უკვე ძალიან ცნობილ სომეხ მწარმოებლებს, შემდეგ კი გავაგრძელე სხვადასხვა სომხური ჯიშის გამოცდა და ღვინის რეგიონების დამოუკიდებლად შესწავლა.

 2021 წელს შედგა ჩემი პირველი მოგზაურობა ერევანში, ვესტუმრე ბევრ მარანს, სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა და გამიკვირდა, თუ რამდენად სწრაფად, ფაქტიურად 5-7 წელიწადში, ბევრმა შეძლო თანამედროვე საწარმოების  აშენება და დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის ღვინის დამზადება.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეამჩნიეთ სხვადასხვა სომხურ მარნებში სტუმრობისას?

ამ კითხვაზე მოკლედ რომ ვუპასუხო 6 მთავარ მიზეზს ავღნიშნავ,  რის გამოც ყველას ვურჩევ ღვინით მდიდარ სომხეთის მონახულებას. მინდა დადებით მხარეებზე ვილაპარაკო.

ისტორია: უძველესი ნაშთები, რომლებიც სომხეთში აღმოაჩინეს,  მოწმობს, რომ პირველი ცივილიზაციები მეღვინეობას ეწეოდნენ, 2011 წელს არენი-1-ის გამოქვაბულში 6100 წლის წინანდელი მთელი ღვინის ქარხანა აღმოაჩინეს.

ჯიშები და ტერუარი. ვაზის ავტოქტონური ჯიშების უზარმაზარი რაოდენობა,  400 ცალი; უკვე შესწავლილი არის მინიმუმ 100 ჯიში,  ყველაზე გავრცელებული ჯიშებია წითელი არენი და თეთრი ვოსკეჰატი.

ღვინის ტარა. ეს არის სპეციალური თიხის ჭურჭელი დოქის ფორმის, ქართული ქვევრის მსგავსი. თიხა საშუალებას აძლევს ჰაერს მოხვდეს ქვევრში, რაც საშუალებას აძლევს ღვინოს  დაძველდეს ჭურჭლში, ისევე როგორც ხის კასრებში. მიუხედავად იმისა, რომ ახლა კასრები  უფრო ხშირად გამოიყენება ღვინის პირველადი დუღილისთვის.

მეღვინეობის რენესანსი. ეს ძირითადად ემიგრანტი სომხებით არის მოტივირებული. ქვეყანაში ღვინოს ამზადებენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საფრანგეთში, იტალიაში, კალიფორნიაში და ა.შ მუშაობის გამოცდილება.

ორიგინალური იდეები ღვინის ქარხნებისთვის. მაგალითად, თუშპას ღვინის ქარხნის ლოგო 1990-იან წლებში ცნობილმა სომეხმა მხატვარმა კამო ნიგარიანმა დააპროექტა. ღვინის ქარხანა ვოსკევაზი კი თავისი არქიტექტურით ისტორიულ ევროპულ ციხეს მოგაგონებთ.

თავად სომხები. დიახ, ეს კარგი მიზეზია, რადგან ეს ერი შედგება საოცარი ხალხისგან, ისინი სტუმართმოყვარე, მეგობრული და ძალიან შეყვარებულნი არიან  ცხოვრებაზე.

ნეგატივებს რაც შეეხება… ისინი ყოველთვის არიან, მაგრამ რჩევების   წყალობით, რომელსაც  მე ყოველთვის ვაძლევ  მეღვინეებს, ისინი სწრაფად ქრებიან.

როგორია თქვენი აზრი სომხური ღვინის პოტენციალის შესახებ მსოფლიო არენაზე?

ბოლო წლებში სომხურმა ღვინომ მსოფლიო ასპარეზზე კარგად ითამაშა და თავისი ერთგული მომხმარებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჰპოვა. ექსპორტის გეოგრაფია მუდმივად ფართოვდება, სომხური ღვინოები პირველ ადგილებს იკავებენ და საერთაშორისო კონკურსებში პლატინის და ოქროს მედლებს იგებენ. მაგალითად, ვოსკევაზის  ღვინის ქარხნის  ღვინომ Karasi Collection Areni Noir 2020 ამ  ცოტა ხნის წინ MUNDUS VINI კონკურსზე მეექვსედ მოიპოვა ოქროს მედალი. აქ სხვა ღვინოების მთელი ჩამონათვალის მოყვანაც შეიძლება, ამიტომ მსოფლიო ასპარეზზე სომხური ღვინის პროგრესი და აღიარება აშკარაა.

 რომელია ღვინისა და საჭმლის უგემრიელესი კომბინაცია, რაც სომხეთში სცადეთ?

ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი წყვილია Voskeni Wines-ის Areni Noir და შემწვარი კალმახი, ზუსტად ისე, როგორც ამ კერძს ღვინის ქარხანაში მიირთმევენ. დიახ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თეთრი ღვინო, როგორც წესი, უკეთ უხდება თევზს, მაგრამ აქ თქვენ შანსი გაქვთ დაარღვიოთ ეს სტერეოტიპი და სცადოთ რაიმე ახალი.

ნახეთ მეტი
Back to top button