სპორტი

ჟანა ანდრეასიანმა და ლევან კობიაშვილმა განიხილეს 2029 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ფეხბურთის ჩემპიონატის  სომხეთსა და საქართველოში ჩატარების საკითხი

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა 5 ივნისს მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რათა განეხილათ 2029 წლის მსოფლიო ახალგაზრდული ფეხბურთის ჩემპიონატის  სომხეთსა და საქართველოში ერთობლივად ჩატარების   საკითხი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სომხეთის გმხს  მინისტრის  მოადგილე კარენ გილოიანი და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმენ მელიქბეკიანი.

„ფეხბურთი მართლაც ძალიან პოპულარული  სპორტია ჩვენს ქვეყანაში. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ღონისძიების მასპინძლობა შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება დაუვიწყარი საფეხბურთო ატმოსფეროს ნაწილი გავხდეთ. სომხეთის  მთავრობა ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ მხარი დაუჭიროს ინიციატივის განხორციელებას, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით“, – განაცხადა ჟანა ანდრეასიანმა და აცნობა, რომ ლორისა და ტავუშის ორ ქალაქში ახალი სტადიონების აშენების საკითხი უკვე განიხილება.

სომხეთი ვაზგენ სარგსიანის სახელობის “რესპუბლიკური” სტადიონის გამოყენებასაც გეგმავს.

წყაროს ცნობით, გმხს  მინისტრმა ასევე წარმოადგინა სომხეთის დაგროვილი გამოცდილება საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის კუთხით და აცნობა, რომ სომხეთში 2029 წლამდე არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2027 წელს სომხეთში ფრანკოფონიის საერთაშორისო თამაშები გაიმართება, რაც, მინისტრის თქმით, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მასშტაბური ტურნირების მასპინძლობის უნარს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, უეფას აღმასკომის წევრმა, ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის ფეხბურთის ასოციაციამ გამოხატა სრული მხარდაჭერა ორი ფედერაციის ერთობლივი განაცხადის მიმართ.

სომხეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციები 2029 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ერთობლივ წინადადებას ფიფას 2024 წლის დეკემბერში ოფიციალურად წარუდგენენ, ხოლო ჩემპიონატის ჩატარების ადგილი 2025 წელს გახდება ცნობილი.

ნახეთ მეტი
Back to top button