საერთაშორისო

სუს-მა ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობს, მათთვის ამოსავალ წერტილს სახელმწიფოს/მოქალაქის უსაფრთხოება და მშვიდობა წარმოადგენს! – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ორი პირის დაკავებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული სიმშვიდე და უწყვეტი სტაბილური განვითარება მარტივად არ მოსულა და ის საქართველოს ძალოვანი უწყებების მუდმივი შრომის შედეგია.

“დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობს, მათთვის ამოსავალ წერტილს სახელმწიფოს/მოქალაქის უსაფრთხოება და მშვიდობა წარმოადგენს!

სუსმა ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, ამოღებულია საბრძოლო მასალა და გამოძიებისთვის საინტერესო სხვა ნივთმტკიცებები, საგულისხმოა რომ სუსმა 2023 წელს იმავე ბრალდებით შვიდი პიროვნება დააკავა, რაც ტერორიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე მიანიშნებს. ამჟამად მიმდინარეობს კონტრტერორისტული ღონისძიებები დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების იდენტიფიცირების მიზნით.

მადლობა სიმშვიდისთვის, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია, სიმშვიდე და უწყვეტი სტაბილური განვითარება მარტივად არ მოსულა, ის ჩვენი ძალოვანი უწყებების ოცდაოთხ საათიანი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია!“ – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ნახეთ მეტი
Back to top button