კულტურა

Yerevan Gastronomic Days : სომხეთი, მსოფლიო დონის გასტრონომიული პლატფორმა

7-9 ივნისს ერევანში პირველი დიდი გასტრონომიული ფესტივალი „Yerevan Gastronomic Days“   გაიმართება. პრესკონფერენციაზე გამომსვლელები იყვნენ , „EventToura“-ს  თანადამფუძნებლები მერი ბადალიანი, ნუნე მანუკიანი, „Yerevan Gastronomic Days “ ორგანიზატორები, ასევე სომხეთის შეფ-მზარეულთა ასოციაციის დამფუძნებელი-პრეზიდენტი არბი ღარახანი, რომლებმაც  დეტალურად ისაუბრეს  მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე.

გასულ წელს ერევნის ღვინის დღეების ფარგლებში მცირე გასტრონომიული ფესტივალი გაიმართა. შეზღუდული რესურსების მიუხედავად, ღონისძიებამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია, რამაც ორგანიზატორებს წელს ფორმატის გაფართოებისკენ უბიძგა. 2024 წელს ფესტივალი მოიცავს ოთხ სექციას: რესტორნის დღეები 70-მდე რესტორნის მონაწილეობით, რომლებიც ფოკუსირებული იქნება  შეფ-მზარეულებზე, მასტერკლასებსა და გასტრონომიულ შოუებზე.

„მთელი ამ ღონისძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ახალგაზრდა შეფ-მზარეულების შეჯიბრი მსოფლიო მზარეულების ასოციაციასთან თანამშრომლობით, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, როგორი ურთიერთობა უნდა დავამყაროთ საერთაშორისო მზარეულებთან, ასევე მივცეთ შესაძლებლობა ახალგაზრდა შეფ-მზარეულებს. სომხეთი მიიღებს მონაწილეობას უნიკალურ პროექტში, ხუთი ქვეყნიდან მოწვეული ჟიური წევრების ხელმძღვანელობით“, – განაცხადა მერი ბადალიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button