საერთაშორისო

აშშ სავიზო შეზღუდვებს უწესებს საქართველოს დეპუტატებსა და ოფიციალურ პირებს, რომლებიც დაკავშირებულია „უცხოელი აგენტების“ კანონის მიღებასთან

შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოს რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, მათ შორის პარლამენტის წევრებს და ქვეყნის მთავრობის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ „გარე გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი  მეთიუ მილერი წერს Current Time-ში.  სავიზო შეზღუდვების სიაში არიან მმართველი  პარტიის „ქართული ოცნების“ წევრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავები და საქართველოს რიგი სხვა მოქალაქეები. შეზღუდვები, მილერის თქმით, ვრცელდება არა მხოლოდ დეპუტატებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებზეც. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სავიზო შეზღუდვები დაწესდება როგორც საქართველოში დემოკრატიის დამხობაში მონაწილე პირებზე, ასევე მათ ოჯახებზე. „ვინც ხელს უშლის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე ან მის შემდეგ პერიოდში, არ დაიშვება  აშშ-ს ვიზებისთვის და აეკრძალებაოს შეერთებულ შტატებში ვიზიტი“, – განაცხადა ბლინკენმა. მან დასძინა, რომ აშშ აპირებს საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხის განხილვას.

ნახეთ მეტი
Back to top button