კულტურა

მთავარი გმირი ქვევრია:   ერევნის ღვინის დღეების დაიწყო

ერევნის ღვინის დღეების ფესტივალი დაიწყო.   როგორც  factor.am -ი აღნიშნავს, ინფორმაციას ერევნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. „წელს ფესტივალის მთავარი გმირია ქვევრი, როგორც ისტორიის მოწმე და ისტორიის მატარებელი. ღვინის დღეების უმთავრესი მიზანია სომხური მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წარდგენა მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ სომხეთში, არამედ რეგიონში საფესტივალო ტურიზმის განვითარება. შეკრების ადგილია მოსკოვიან-სარიან-თუმანიანის ქუჩების კვეთა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 700-მდე ჯიშის საუკეთესო ღვინოები ადგილობრივი ვენახებიდან, რომელთაგან თითოეულს უნიკალური ისტორია აქვს, ისევე როგორც იმ მიწა, საიდანაც ეს ღვინოები სათავეს იღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button