საერთაშორისო

მოსკოვი და ბაქო აზერბაიჯანში რუსეთის საკონსულოების შექმნის საკითხს განიხილავენ

მოსკოვი და ბაქო განიხილავენ აზერბაიჯანში რუსეთის საკონსულოების შექმნის საკითხს, რუსეთის ფედერაციას ამ საკითხში წარმატების იმედი აქვს. TASS-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების პროგრესული განვითარება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობების ძიება  შესაბამისობაში იქნება აზერბაიჯანში რუსეთის საკონსულოების დაარსებასთან.

„ამჟამად გვაქვს ეს საუბარი ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან და ვიმედოვნებთ, რომ ის ასევე წარმატებული იქნება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ამ ეტაპზე შესანიშნავ დონეზეა. „ეს არის მოკავშირეთა ურთიერთქმედების და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობა 2022 წლის თებერვალში ხელმოწერილი დეკლარაციის მიხედვით“, – დასძინა გალუზინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button