სპორტი

ბიზნესმენ ვაჩე მანუკიანს “ევერტონის” კლუბის შეძენა სურს

ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“ შესაძენად ბრძოლას ლონდონელი ბიზნესმენის ვაჩე მანუკიანის ხელმძღვანელობით კონსორციუმი შეუერთდა.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ წერს The Guardian-ი.

ვაჩე მანუკიანმა “ევერტონის” შესაძენად 400 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა, ინვესტორები მიიზიდა აშშ-დან და ყურის ქვეყნებიდანაც.

ინგლისური კლუბის შესყიდვის პროცესში ვაჩე მანუკიანის გარდა მონაწილეობა სურთ MSP Sports Capital-ის მფლობელებს, ასევე ბრიტანელ ბიზნესმენებს ენდი ბელს და ჯორჯ დაუნინგს.

ვაჩე მანუკიანმა კარიერა დიდ ბრიტანეთში დაიწყო, ადვოკატად მუშაობით.

ნახეთ მეტი
Back to top button