საზოგადოება

დანგრეული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით სრ, რუსეთისა და საქართველოს სპეციალისტები მუშაობენ

ლორის რეგიონში მომხდარი წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კომპანიას აქტიურ მხარდაჭერას უწევენ რუსეთისა და საქართველოს რკინიგზელები. ამის შესახებ NEWS.am-ს აცნობა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კომპანიამ.

“რუსეთის რკინიგზის” ხელმძღვანელობის სახელით „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“  დასახმარებლად 35 სპეციალისტი და სხვადასხვა პროფილის მენეჯერი იქნა გამოგზავნილი: ლიანდაგის ინჟინრები, ამზომველები, ტექნიკის მემანქანეები. ისინი ჩართულნი არიან დანგრეული ინფრასტრუქტურის ყველაზე პრობლემურ ნაწილებში და პროაქტიულად ხელმძღვანელობენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულ ჯგუფებს.

საქართველოს რკინიგზამ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად მოძრავი შემადგენლობა და სპეციალისტები უზრუნველყო. კერძოდ, საუბარია 30 მანქანაზე, მათგან 15 ჰოფერ-დოზერი, 15 dump car (სხვადასხვა ტიპის თვითსაცცლელი ვაგონი) და თბოსაწევარი, ასევე 10 მექანიკოსი, სარეაბილიტაციო შემადგენლობასთან მუშაობისთვის.

ამჟამად, „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კომპანიის 300-მდე თანამშრომლის გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულია 35 სპეციალისტი „რუსეთის რკინიგზის“ სტრუქტურაში შემავალი სხვადასხვა დეპარტამენტიდან და კომპანიებიდან და „საქართველოს რკინიგზის“ 10 თანამშრომელი.

ნახეთ მეტი
Back to top button