საერთაშორისო

ბერლინში უკრაინისადმი მიძღვნილი კონფერენცია დაიწყო

ბერლინში უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია დაიწყო. მისი მიზანია შექმნას საერთაშორისო ალიანსები უკრაინის ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერისთვის. „ARMENPRESS“-ის ცნობით, ამის შესახებ Deutsche Welle-ს რუსული სამსახური წერს.

ბერლინში უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენციის დაწყებამდე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა სვენია შულზემ კიევს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აღუთქვა არასამხედრო სფეროში.

ომის დროსაც არის საუბარი აღდგენაზე.

შულზის თქმით, „ხალხს სჭირდება ჭერი, ელექტროენერგია, ბავშვებს სკოლაში სიარული“.

მოსალოდნელია, რომ ბერლინის კონფერენციაზე საერთაშორისო ალიანსები შეიქმნება უკრაინის ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერისთვის.

თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ღონისძიების გახსნამდე დაარწმუნა კიევი, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის ევროპულ პერსპექტივას.

„აღდგენის კონფერენციაზე ჩვენ ერთად ვაგზავნით გზავნილს, რომ არა მხოლოდ ერთად ვუმკლავებით რუსეთის სასტიკ თავდასხმას,  არამედ გზას ვუკვალავთ  უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ბურბოკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ომის გამარჯვების შემდეგ უკრაინა არა მხოლოდ თავისუფალი იყოს, არამედ ეკონომიკურადაც შეძლოს ფეხზე მყარად დგომა ერთიან ევროპაში.

ნახეთ მეტი
Back to top button