პოლიტიკა

ოპოზიცია და რუსეთის ფედერაცია ერთად მუშაობენ, მიზანია სომხეთში  ახალი ხელისუფლების შექმნა,  ეს არ არის საიდუმლო  –  ალენ სიმონიანი

სომხეთის ოპოზიცია და რუსეთი შეხმატკბილებულად მუშაობენ, მიზანი სომხეთში ახალი ხელისუფლების შექმნაა და ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. ამის შესახებ  ეროვნულ ასამბლეაში ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა აღნიშნა, თქვა რომ სომხურ ოპოზიციას რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერა აქვს.

„ეს იმას  არ ნიშნავს, რომ პირდაპირ ურეკავენ და ეუბნებიან: „დღეს ეს უნდა გააკეთოო“, არა, ისინი ქმნიან ნარატივს, რომელსაც წინ ბლოგერები და ლოზუნგები მიუძღვიან“, – თქვა მან.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია დღევანდელ ხელისუფლებას თურქეთისა და აზერბაიჯანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს, ალენ სიმონიანმა განაცხადა:  „ამას თუ ამბობენ, მაშინ იმას რატომ არ ხედავენ, რომ ამ მხარისაგან ჩვენ მუდამ დარტყმას ვღებულობთ? ამაში იმას ვგულისხმობ, რომ თუ ვინმესთან მუშაობ, რატომ უნდა გირტყამდეს? თურქულმა მხარემ თქვა, რომ ყარაბაღის საკითხის მოგვარების შემდეგ საზღვარს გავხსნითო, მაგრამ ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა. საიდან  ჩანს, რომ ჩვენ ვსარგებლობთ მათი მხარდაჭერით? ჩვენ ყველა მხრიდან დარტყმას გვაყენებენ. დღეს ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულია  ყველა:  ელიტა, ოლიგარქია, ეკლესია, დაშნაკები. ერთადერთი, ვინც მხარს გვიჭერს, არის სომხეთის რესპუბლიკის  ხალხი. თქვენც იცით, რომ ხალხის მხარდაჭერა ჩვენს მხარეზეა“

ნახეთ მეტი
Back to top button