პოლიტიკა

რუსეთის ელჩი სომხეთში უკვე დაბრუნდა ერევანში  – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის ელჩი სომხეთში სერგეი კოპირკინი უკვე დაბრუნდა ერევანში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა, იუწყება „რია ნოვოსტი“.

მანამდე ის მოსკოვში იყო მიწვეული კონსულტაციებისთვის. მაისის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ერევანში რუსეთის ელჩის მოსკოვში კონსულტაციებისთვის დაბარების შესახებ.

„სერგეი პავლოვიჩი მონაწილეობდა კონსულტაციებში და, როგორც ვიცი, ის უკვე ერევანშია“, – განაცხადა მიხაილ გალუზინმა. თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება არის აბსოლუტურად სტანდარტული პროცედურა, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება“.

ნახეთ მეტი
Back to top button