პოლიტიკა

რუსეთის მთავრობამ მოატყუა სომხეთი, სომეხი ხალხი და მარტო დატოვა-  ეროვნული ასამბლეის სპიკერი

სომხეთი რუსეთთან ურთიერთობაში ყოველთვის ლოიალურ პარტნიორად იქცეოდა და ბოლო მომენტამდე სჯეროდა, რომ რუსეთი სომხეთს მარტო არ დატოვებდა.

„ARMENPRESS“-ის ცნობით, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საპროტესტო ნოტის გაგზავნაზე უკრაინაში, ბუჩაში სომხური დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ვიზიტი “ერევნის არამეგობრულ ნაბიჯად” შეაფასა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით არ ვაპირებ არამეგობრულ ქმედებებზე კომენტარის გაკეთებას. დაე მათ 2020 წლის შემდეგ შეხედონ თავიანთ ქმედებებს. სომხეთი ყოველთვის ერთგული პარტნიორივით იქცეოდა, სჯეროდა ბავშვური  გულუბრყვილობით, ბოლო მომენტამდე იმედოვნებდა, რომ რუსეთი არ დატოვებდა სომხეთს მარტო, რომ არ “მიტოვებდა” სომხეთის რესპუბლიკას და სომეხ ხალხს. ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ სომხეთის რესპუბლიკა და სომეხი ხალხი „გადააგდო“. მოგვატყუეს, მარტო დაგვტოვეს“, – აღნიშნა სიმონიანმა.

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოდნავი შურით და გაკვირვებით უყურებდა, როგორ მიუახლოვდა აშშ-ს საზღვაო ძალები ისრაელის საზღვრებს და დაიწყო ათასობით რაკეტის ჩამოგდება, თვითმფრინავები კვიპროსიდან გაფრინდნენ ისრაელის დასახმარებლად.

„არ ვსაუბრობ იმაზე, ღირდა თუ არა 44-დღიანი ომის დაშვება, იყო თუ არა რუსეთის ფედერაცია იმდენად სუსტი 2020 წელს (მაშინ უკრაინაში ომი არ იყო), რომ მათ საშუალება მისცეს შემოსულიყვნენ და ჩვენი ბიჭები მოეკლათ.  კასპიის ზღვაში არ იყო არც ერთი გემი, რომელიც ცოტათი მიუახლოვდებოდა აზერბაიჯანს?  რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ მთელი ომის განმავლობაში გულუბრყვილო ბავშვებივით გვქონდა იმედი, რომ როგორმე ომი შეგვეჩერებინა  და ყველა შესაძლო ვარიანტი ვცადეთ“, – დაასკვნა სიმონიანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა სომხეთის ელჩის ვლადიმერ კარაპეტიანის  და ერევნის ნორ ნორქის ადმინისტრაციული რაიონის ხელმძღვანელის ტიგრან ტერ-მარგარიანის  უკრაინის ქალაქ ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით,  უწოდა ამ ვიზიტს  “ოფიციალური ერევნის აშკარა არამეგობრული ნაბიჯი”.

ნახეთ მეტი
Back to top button