მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მანდატებს არ დათმობს

ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მანდატებს არ დათმობენ.

“ARMENPRESS”-ის ინფორმაციით, ასეთი აზრი ჟურნალისტებთან საუბარში სიმონიანმა გამოთქვა.

„ოპოზიცია მანდატებს არ დათმობს, ამაში დარწმუნებული ვარ. მათ არც კი სჭირდებათ რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომელიც უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ალენ სიმონიანმა ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინ  შესთავაზა მანდატებზე უარის თქვან.

ნახეთ მეტი
Back to top button