მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა  და აშშ-ის ელჩმა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს

სომხეთის პარლამენტის სპიკერმა  და აშშ-ის ელჩმა კრისტინა ქუინიმ განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების ვითარება, სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების პროცესი, აზერბაიჯანში უკანონოდ მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების საკითხი.

საუბრის ცენტრში იყო სომხეთ-აშშ-ის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის, ასევე ორმხრივი ურთიერთქმედების არაერთი საკითხი.

წყაროს ცნობით, საუბარი შეეხო სომხეთში დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რეფორმებს.

მიღწეულია შეთანხმება მომავალი ორმხრივი ვიზიტების დროს თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button